საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენერთა ტრენინგს მოწვეული უცხოელი ექსპერტები ატარებენ გერმანიიდან. სატრენინგო მასალა შემუშავებულია ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ და ის წარმატებით დაინერგა უკვე სხვადასხვა ქვეყანაში.
მეწარმეობის უნარების განვითარება პროფესიული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მან ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებს როგორც შორმის ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, ასევე საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და წარმოებაში. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტებით ტრენერთა მომზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომავალი წარმატებისათვის.
ტრენინგი რამდენიმე
ეტაპიანია: პირველ ეტაპზე ტარდება ტრენინგი ტრენერებისათვის და წარმატებულ მსმენელებს
გადაეცემათ სერტიფიკატები, მეორე ეტაპზე, ტრენინგებს უცხოელი ექსპერტები დაესწრებიან
და დადებითი შეფასების შემთხვევაში, ტრენერებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გადასცემენ.
ამის შემდეგ, გადამზადებული ტრენერები მოქმედ მასწავლებლებს მეწარმეობის ძირითად უნარ-ჩვევებში
პროფესიული განვითარების ტრენინგებს ჩაუტარებენ, რომელიც გამდიდრებული იქნება კონკრეტული
პრაქტიკული მაგალითებითა და პროექტებით.