საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის “დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარება” მხარდაჭერით, სოციალურის პარტნიორების საინფორმაციო სემინარი გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავება-დანერგვის პროცესში სოციალური პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერება.
საინფორმაციო სემინარზე, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ექსპერტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მხრიდან, გაკეთდა პრეზენტაციები სფეროს განვითარების პროცესში სოციალური პარტნიორების როლისა და სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესახებ.
აღნიშნული საინფორმაციო სემინარი წელიწადში ორჯერ, ეროვნულის პროფესიული საბჭოს რეგულარული შეხვედრების რიგგარეშედ ტარდება. სემინარების ჩატარებას ბოლო ორი წლის განმავლობაში მხარს უჭერს ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტი. საინფორმაციო სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები.