მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი დღეს რიყის პარკში გაიხსნა. ფესტივალი 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ყველა დამთვალიერელს 150-მდე ღონისძიებას შესთავაზებს - ლექციებს, სემინარებს, კონფერენციებს და სამეცნიერო პიკნიკებს საქართველოს მასშტაბით.
პროგრამის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://tbilisisciencefestival.ge/ფესტივალის-პროგრამა