მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი, თბილისისა და თელავის შემდეგ, ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
პიკნიკზე წარმოდგენილი “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროექტების” გამოფენები ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზე იყო მორგებული. დამთვალიერებლებმა უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტი და გამოგონება იხილეს, იყო გამოფენები, პრეზენტაციები, პერფომანსები, სახალისო ცდები ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტები და მათთვისაც თვალსაჩინო გამხდარიყო ბევრი მანამდე ამოუხსნელი მოვლენა. და ბოლოს, პიკნიკში მონაწილეობდა ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე – ბრიტანული სამეცნიერო შოუ.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია დაესწრო.