სამშენებლო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის დიალოგის გაძლიერებისა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის მიზნით, თანამშრომლობის ფორუმი „პროფესიული უნარები მშენებლობისათვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისათვის" გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები აქტუალურ, საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებულ საკვალიფიკაციო პროგრამებს გაეცნენ და ახალი შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიცაა: მშენებლობის უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა, თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინი.
ღონისძიება ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის: "კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიაში" ინიციატივითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო კომპანიების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამშენებლო ფედერაციების და საერთაშორისო დონორი
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, დამსაქმებელთა ასოციაციამ, ადგილობრივმა და
საერთაშორისო ექსპერტებმა.