ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის №150 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა ახალ საგანში - „მე და საზოგადოება“. როგორც ცნობილია, ეს საგანი, ახალი 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, III-IV კლასებში დაინერგება 2018-2019 სასწავლო წლიდან, მანამდე კი რამდენიმე სკოლამ, მათ შორის თბილისის 150-ე საჯარო სკოლამ „მე და საზოგადოების“ პილოტირების სურვილი გამოთქვა და საგნის არსის, მიზნებისა და ამოცანების გაცნობის მიზნით, ღია გაკვეთილზე მოსწავლეების მშობლები და დაინტერესებული პედაგოგები მიიწვია.
დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა ხათუნა ბაგრატიონმა და მანანა ჯადუგიშვილმა საინტერესოდ წარმართეს გაკვეთილი, რომელიც ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობებით, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.