ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატმოსფერული კვლევების საერთაშორისო სტანდარტების SMART AtmoSim ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც სპეციალიზებულია ატმოსფეროს კვლევებზე და აწარმოებს ატმოსფეროს ქიმიურ ანალიზს.
ლაბორატორიაში სტუდენტები უშუალოდ ჩაერთვებიან ჰაერის ნიმუშების აღებაში, ანალიზსა და მათემატიკური სიმულაციების შედგენაში, მოხდება ატმოსფეროს დეტალური შესწავლა და მოდელირება. AtmoSim ლაბორატორია, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს, არის იდენტური იულიხის ლაბორატორიის - IEK. იგი სწორედ, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტის ტროპოსფეროს (FZJ IEK-8) ლაბორატორიისა და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმა.