თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტი იქნება მუდმივი წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში კლიმატის ცვლილების და მყინვარების შესწავლის კუთხით.
გარდა ამისა, საქართველოს მყინვარები მსოფლიო მონაცემთა ბაზებში წარმოდგენილი იქნება როგორც „საქართველოს კავკასიონი“ და აღარ იქნება წარმოდგენილი როგორც „რუსეთის კავკასიონი“.
აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება დამატებით ნიშნავს, რომ თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტი ჩაებმება მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ქსელში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ინსტიტუტის სახელის ცნობადობას საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით და აქ დასაქმებული მეცნიერების ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო უცხოურ პროექტებში.
თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტი არის ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულება საქართველოში, სადაც ტარდება კავკასიონის მყინვარების გლაციო-გეომორფოლოგიური კვლევები, როგორც საველე ასევე დისტანციური ზონდირების (RemoteSensing) გამოყენებით.