27.09.2017
ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს თბილისის 32-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
ბოლო სამი წლის განმავლობაში:
- სრულად გარემონტდა დერეფნები და საკლასო ოთახები, სკოლის ეზოს ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი.
- გარემონტდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ექიმის კაბინეტი.
- შეიცვალა გათბობის ქვაბები და ნაწილობრივ რეაბილიტირდა გათბობის სისტემა.
- შეიცვალა საკანალიზაციო ქსელი და გარემონტდა სველი წერტილები. სველი წერტილები სრულად ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის.
- გაკეთდა პანდუსი.