მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსი „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ ჩატარდა, რომლის გამარჯვებულებიც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებმა ფულადი ჯილდოთი და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.
საუკეთესო საკონკურსო მოთხრობისთვის - „მე არ ვარ, მასწ“. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ეკა ქევანიშვილი; მეორე ადგილი მოიპოვა ზურა აბაშიძემ, მოთხრობისთვის „საშტატო ერთეულები“; მესამე ადგილი ერგო ლუკა ბაქანიძეს, მოთხრობისთვის „ისროდნენ, მასწ“.
კონკურსის პარტნიორებმა პრიზები გადასცეს სხვა კონკურსანტებისაც. გამომცემლობა „ინტელექტმა“ წიგნების ვაუჩერები გადასცა ნინია სადღობელაშვილს და ინა არჩუაშვილს, ხოლო გამომცემლობამ, „წიგნები ბათუმში“ წიგნების ვაუჩერებით დაასაჩუქრა, დიანა ანფიმიადი და ლევან ლორია. ფულადი ჯილდო გადაეცა „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისგან თორნიკე ჭელიძეს.
ლიტერატურული კონკურსი
„საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მიერ უკვე მეორე წელია, რაც დაწესდა და მასში თანამედროვე ქართველი მწერლები
მონაწილეობენ. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მისი საქმიანობის
მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.