მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყო დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადების რეგისტრაცია.
პრაქტიკაში პირველად, განაცხადების რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით: www.grifireba.emis.ge. აღნიშნულის მიზანია სახელმძღვანელოების გრიფირების მართვის ელექტრონიზაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
განაცხადები რეგისტრირდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - საბუთების წარდგენა:
1. ქართული ენა და ლიტერატურა - I კლ, II-IV და V-VI კლ;
2. აფხაზური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;
3. მე და საზოგადოება - III-IV კლ;
4. მათემატიკა - I-IV კლ, V-VI კლ;
5. ჩვენი საქართველო - V-VI კლ;
6. ფიზიკური აღზრდა - I-IV და V-VI კლ;
7. ბუნებისმეტყველება - I-IV და V-VI კლ;
8. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - V-VI კლ;
9. სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;
10. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) - I-IV და V-VI კლ;
11. მეორე უცხოური ენა (რუსული, გერმანული, ფრანგული ან სხვა) - V-VI კლ;
12. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - I-IV დაV-VI კლ;
13. მუსიკა - I-IV კლ;
14. ქართული, როგორც მეორე ენა - I-IV და V-VI კლ.
II ეტაპი - სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების წარდგენა:
რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვებით შეგიძლიათ დაგვირეკოთ: 2 200 220 (შიდა 1481 ან 1483)
გისურვებთ წარმატებებს!!!