11-12 ოქტომბერს DVV International-ის მე-5 საერთაშორისო კონფერენციას მართავს ზრდასრულთა განათლების თემაზე, რომელშიც ზრდასრულთა განათლების 120 ექსპერტი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი მონაწილეობს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
არიან ზრდასრული ადამიანები, რომელთაც გარკვეულ სფეროში აქვთ განათლება, თუმცა ვერ ახერხებენ თვითრეალიზაციას, აქვთ სურვილი აიმაღლონ კვალიფიკაცია, ან დაეუფლონ ახალ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას. არიან აგრეთვე ადამიანები, რომელთაც გარკვეული მიზეზის გამო ვერ მიიღეს უმაღლესი განათლება, ვერც რაიმე ხელობას ფლობენ, მაგრამ სჭირდებათ სამუშაო. სწორედ ასეთი ადამიანების მხარდასაჭერად მუშაობს რამდენიმე უწყება და მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო DVV International-ის ოფისთან ერთად.
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) გერმანული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში თითქმის 60 წელი მოღვაწეობს. საქართველოში DVV International-ი უკვე 15 წელია ახორციელებს პროექტებს ზრდასრულთა განათლების სფეროში, რომლებიც სიღარიბის დაძლევას, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხისა და დონის ამაღლებას ემსახურება.