02.11.2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდისთან და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, წეროვნის დევნილთა დასახლებას ესტუმრა. კერსტი კალიულაიდმა, წეროვნის საჯარო სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები დაათვალიერა, მოსწავლეებს შეხვდა და პირველკლასელებს ესტონური ზღაპრების წიგნები საჩუქრად გადასცა.