საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები ახალ ფორმატში გადადის. პირველად, ამ ინიციატივის ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით "რესურსცენტრების დღე", სადაც განხილული იქნა რესურსცენტრების განვითარების საჭიროებები და სკოლებთან კომუნიკაციის პრობლემების გადაჭრის გზები. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს რესურსცენტრის როლზე მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების გაძლიერებისა და სკოლების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში, რესურსცენტრის როლზე სკოლის ბაზაზე შექმნილი პროფესიული სასწავლებლის მოდელის განხორციელებაში და სხვ. წარმოდგენილი იქნა ადგილობრივ თვითმმართველობასთან სასკოლო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები; მონაწილეები ასევე გაეცნენ სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებს და მათ მიმდინარეობას.
შეხვედრები რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან მომავალში სისტემურ ხასიათს მიიღებს და თვენახევარში/ორ თვეში ერთხელ გაიმართება. განიხილება წინასწარ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. შეხვედრები ახალ ფორმატში მინისტრთან და ზედა დონის მენეჯმენტთან, უფრო აქტიურს გახდის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას სამინისტროს, რესურსცენტერებსა და სკოლებს შორის.