საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ გამოწვევებზე წარიმართა. ამ მიმართულებით იყო აზრთა თანხვედრა და შეთანხმება, რომ პრობლემის მოგვარებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების კუთხით, სამინისტრო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კომიტეტთან.