საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გამოცხადდა. დირექტორობის უფლების მქონე პირებმა თანხმობის განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმით ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge.
დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონულად შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2017 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების დასახელების შეცვლის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 04 დეკემბერი.
ასარჩევი საჯარო სკოლების ნუსხა
კონკურსანტებს საშუალება აქვთ აირჩიონ 3 საჯარო სკოლა.
ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა:
ელექტრონული თანხმობის ფორმის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.directors.mes.gov.ge