თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში მანდატურები ერთი კვირის წინ შევიდნენ და უკვე შეიძლება ითქვას პროექტი შედგა. ბავშვები დახმარებისთვის მანდატურებს ხშირად მიმართავენ, მანდატურებიც მათ აქტიურად ეხმაურებიან. ამის კარგი მაგალითია მე-11 საჯარო სკოლაში მომხდარი ინცინდენტი - მე-11 კლასელმა მარიამ თეთრაძემ მანდატურის დახმარებით დაკარგული მობილური ტელეფონი დაიბრუნა. ამ მოსწავლეს მინისტრი პირადად შეხვდა.
დიმიტრი შაშკინმა საპილოტე სკოლებში მანდატურთა საქმიანობის პირველ შედეგებზე ინფორმაცია შსს აკადემიაში შეკრებილი მოსწავლეებიდან, მათი მშობლებიდან და მასწავლებლებიდანაც მოისმინა, როგორც მათ აღნიშნეს მანდატურებთან დამოკიდებულება ძალზე პოზიტიურია და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.
მანდატურების მსურველთა კანდიდატთა რეგისტრაცია ხორციელდება სამინისტროს მიერ ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში შესვლის მიზნით.