კომპანია „კნაუფის“ ბაზაზე სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც განათლების მიღებისა და გადამზადების ნებისმიერი მსურველი უსასყიდლოდ მიიღებს სპეციალურ პროფესიულ განათლებას მშრალი და ტრადიციული მშენებობლობის სხვადასხვა დარგში.
“კნაუფი” უკვე 20 წელია წარმოდგენილია საქართველოში. მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანია ატარებდა ტრენინგებს, სემინარებს და ვორკშოპებს არქიტექტორებისათვის, მშენებლებისა და სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, დაბეჭდილი აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო პროფესიული კოლეჯებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის და უსასყიდლოდ გადასცემს მას სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას.
კომპანია წარმატებით თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სხავადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტანდარტების შექმნასა და სილაბუსების დამუშავებაში და ეს არის საუკეთესო მაგალითი საჯარო-კერძო პარტნიორობის. სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მძლავრი, სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა ქვეყანაში და შესაბამისად, მისასალმებელია სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული კომპანიების აქტიურობა და პარტნიორობა საგანმანათლებლო სისტემასთან.