საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოში გაეროს ბავშვთა
ფონდის ყოფილ წარმომადგენელს და ამჟამად, ნიდერლანდებში მდებარე საერთაშორისო არასამთავრობო
ორგანიზაციის “Aflatoun International” აღმასრულებელ დირექტორს როლანდ მონაშს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობაზე, რომელიც მიმართულია
ინოვაციური მეთოდებით, ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით, ისეთი საგანმანათლებლო
მოდულების შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებსა და
ახალგაზრდებში 21-ე საუკუნისთვის საჭირო ისეთი კომპეტენციების გამომუშავებას, როგორიცაა
სოციალური განათლება და საბაზისო ფინანსური და ბიზნეს უნარები. აღნიშნულთან დაკავშირებით,
შეხვედრაზე განიხილეს ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
„Aflatoun International”-ს სწავლების ინოვაციური მეთოდი აღიარებულია ისეთი საერთაშორისო
საგანმანათლებლო ინსტიტუციების მიერ, როგორიცაა ჰარვარდი და ბრუკინგი. ამას გარდა,
„Aflatoun International”-ს მოდული ინტეგრირებულია გაეროს ბავშვთა ფონდის „ბავშვის
ინტერესზე მორგებულ სასკოლო სასწავლო გეგმის“ სახელმძღვანელო დოკუმენტში (UNICEF
Child Friendly School Curriculum).