წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე ეწვია. მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტის განახლებული სასწავლო გარემო, აუდიტორიები, ქიმიისა და ქირურგიული ლაბორატორიები დაათვალიერა, ასევე მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში.
უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარება ხელს უწყობს სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებას, სწავლის ხარისხის ამაღლებას, პედაგოგთა და სტუდენტთა მოტივაციის გაზრდას. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მათი მხარდაჭერა.