არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე წარიმართა საუბარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტთან შეხვედრაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ორგანიზების, საქართველოში განათლების ხარისხის განვითარებისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის კუთხით.
შეხვედრაზე ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს წარმატებული საქმიანობისა და ბრიტანული მხარის დახმარების თაობაზე ინგლისური ენის პოპულარიზაციის, მასწავლებელთა გადამზადებისა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრის ბოლოს, ბრიტანეთის ელჩმა მინისტრს, იანვარში ლონდონში დაგეგმილ მსოფლიო განათლების ფორუმზე დასასწრებად, ბრიტანეთის განათლების სახელმწიფო მდივნის მოწვევის წერილი გადასცა.