,,სოციალური ინკლუზიის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა და საქართველოში მცხოვრები ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
აქტივობები, რომელიც პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ხელს უწყობს ბოშა და მესხ მოზარდებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და მათში სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას. ქვეპროგრამაში მონაწილე მოხალისეებში კი, ტოლერანტულi განწყობების ზრდასა და თვითშეგნების ამაღლებას მოქალაქედ ფორმირებისთვის.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ხელგარჯილობის კლუბებში მომზადებული
ბოშური და მესხური თემატიკით დატვირთული ხელნაკეთი ნივთები.