მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, კახეთის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონების მცირეკონტიგენტიანი სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასების 450 მოსწავლისთვის, დაბა ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული სკოლა ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში.
ბაკურიანის სპორტული სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოინახულა. მინისტრი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებასაც დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.
პროექტი
„დავისვენოთ და ვისწავლოთ
ერთად“ ემსახურება
მოსწავლეების თვალსაწიერის
გაფართოებას, მათ
ჩართვას სპორტულ
და შემეცნებით
აქტივობებში, თანატოლების
გაცნობას და
სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.