გლობალურ პროგრამაში “ნესტლე“ ჯანმრთელი ბავშვები – მხიარული გაკვეთილები კვებაზე” თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ხუთი ახალი სკოლა ჩაერთო. პროგრამის პილოტირება 2011 წლიდან დაიწყო, რაც მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონკრეტულად კი ჯანსაღი კვების, ჰიგიენისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას გულისხმობს. პროექტში სულ საქართველოს 36 სკოლის 6 858 მოსწავლე მონაწილეობს და მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა.
პროექტში ასევე ჩართულია სკოლების პედაგოგები, რომლებსაც ყოველწლიურად უტარდებათ ტრენინგები, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და პროექტის ფარგლებში შემუშავებული მასალა უფასოდ გადაეცემათ. კერძოდ: სახელმძღვანელოები II და III კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მოიცავს გაკვეთილებს, ვიქტორინებსა და სავარჯიშოებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ; მეთოდური სახელმძღვანელო II და III კლასის დამრიგებლებისთვის, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გაკვეთილებისა და ვიქტორინების ჩატარების შესახებ; ვიზუალური, შემეცნებითი მასალა მშობლებისთვის.
პროგრამას ახორციელებს ააიპ ,,ჰელსი ჯენ'' ("Healthy Gen") კომპანია “ნესტლე საქართველოს”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.