ღონისძიებაზე ცენტრის პარტნიორმა ორგანიზაციებმა, კურსდამთავრებულებმა და თანამშრომლებმა მუშაობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
2017 წელი ცენტრისთვის 500-ზე მეტი სტიპენდიით, სამი ახალი სასტიპენდიო სქემით, საპარტნიორო პროგრამებითა და საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამებით იყო გამორჩეული.
2017 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი ახალი სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო აშშ-სა და უნგრეთის მთავრობებთან თანამშრომლობით.
2017 წელს ცენტრმა პირველად „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო“ კონკურსი გამოაცხადა და ოთხი გამარჯვებული გამოავლინა. გაცემული გრანტები ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობასა და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას.