საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ შემაჯამაბელი პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნულ პროექტს ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი.
შემაჯამებელ ღონისძებაზე გაიართა სამედიცინო ვორქშორფი არაჯანსაღი ცხოვრების წესსზე, მოხდა პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ფოტო და ჩანახატების კონკურისის გამარჯვებულების გამოვლენა და ყველა იმ პარტნიორი ორგანიზაციის დაჯილდოვება, რომლებიც აღნიშნულ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
ღონისძიებაზე მოეწყო ფოტო გამოფენა პროგრამის ფარგლებში შუსრულებული საქმიანობებისა და ფოტო კონკურსში მონაწილე მოსწავლეების.
ღონისძიებას დაესწრო საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ის, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, მწერლები, ფოტოგრაფები და პუბლიცისტები.
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სიგელი, ხოლო გამარჯვებულებს პრიზები და ჯილდოები.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ პროგრამაში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციები.