საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“, კომპანია „ჯეოტურანმა“, მილგაყვანილობის სისტემის სფეროში წლის საუკეთესო მასტერის გამოსავლენად, ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატი „ევრომასტერი 2017“ გამართა, ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და ა.შ.შ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერაა დაფინანსებული.
ღონისძიებას დაესწრო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი ნოდარ სურგულაძე, უცხოელ ექსპერტებთან და „ჯეოტურანი“-ს პარტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად.
კონკურსის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების სექტორის იმიჯის და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ბიზნესის და განათლების სექტორების პარტნიორობის გაუმჯობესება და პროფესიული სასწავლებლების განვითარების ხელშეწყობა, რათა ისინი პასუხობდნენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ფულადი პრიზების გარდა (პირველი ადგილი 1500 ლარი, მეორე ადგილი 1000 ლარი, მესამე ადგილი 500 ლარი) გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ კომპანია „ჯეოტურანში“ და პარტნიორ ორგანიზაციებში.