დუალური პროფესიული განათლების განვითარებისთვის აუცილებელია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და პროფესიული სტუდენტების მხრიდან, პრაქტიკაში მოსინჯვა კოლეჯში შეძენილი თეორიული ცოდნისა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საავტომობილო მომსახურეობის კომპანიას „GT Motors Tbilisi“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის გაფორმდა.
მემორანდუმის
თანახმად, კომპანიის ავტო-სერვის
ცენტრში განთავსდება კოლეჯის ტრენინგ-ცენტრი, სადაც პროფესიული კოლეჯის „სავალი ნაწილის
ტექნიკოსის“, „ძრავის შემკეთებლის“ და „ავტომობილის ზეინკლის“
სპეციალობების სტუდენტები საწარმოო
პრაქტიკას გაივლიან. სამომავლოდ სტუდენტებს „GT Motors Tbilisi“ ავტო-სერვის ცენტრში დასაქმების შესაძლებლობაც
ექნებათ, რაც გარკვეული სტიმული იქნება სტუდენტებისთვის და შრომის ბაზარზე
კადრების კონკურენტუნარიანობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.