კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლებელში მოღვაწე მეცნიერთა სტიმულირებისათვის ყოველწლიური სამეცნიერო პრემიის „თამარი“ დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა და მიღწეული წარმატება მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ.
სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად გაიმართა, I პრემიის მფლობელი კი, მანანა მარიდაშვილი გახდა. II პრემია სოფია კასრაძეს ერგო; III პრემია კი საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერმა მარიამ ჯიქიამ მოიპოვა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და კომპანია სარაფხანას მიერ დამზადებული მედლები გადაეცათ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.