განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, სოფიო კილაძე თბილისის 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა მათი თვალით დანახულ სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრეს, წარმოადგინეს ხედვები თუ როგორ უნდა გადაიჭრას ძალადობის პრობლემა მოზარდებში, რა სჭირდებათ მშობლებისაგან, მასწავლებლებისაგან, საზოგადოებისაგან იმისათვის, რომ თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდნენ, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და გაუჩნდეთ უფრო მაღალი ნდობა უფროსების მიმართ.
შეხვედრების პარალელურად, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მხრიდან განხორციელდება აქტივობები, რაც სკოლას სწავლაზე მეტად ორიენტირებულს, უსაფრთხოს და კეთილგანწყობილს გახდის.