აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) - ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა დამსწრე პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძებების ანგარიშის საზოგადოებისთვის წარდგენას. კონფერენციაზე მოკლედ მიმოიხილეს 2015-2018 სასწავლო წლებში, ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილების ჩატარების შედეგად მიღწეული შედეგები და მადლიერება გამოხატეს პროექტში ჩართული თითოეული სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, მოსწავლის და ასევე, კერძო სექტორის მოხალისეების მიმართ, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ უძღვებოდნენ გაკვეთილებს და მოზარდებს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებდნენ.
მომხსენებელთა შორის იყნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, „ჯუნიორ ეჩივმენტ“ ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კაროლაინ ჯენერი, G-PriEd-ის, USAID-ის, კერძო სექტორის, საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენლები, რომელთაც ისაუბრეს თავად პროგრამის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
კონფერენციის დასასრულს
შედგა პროექტის ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმის „ბავშვები ჩვენი ქუჩიდან“ მე-2
სერიის საპრემიერო ჩვენება.