მოწვეულთა შორის იყვნენ ორგანიზაციები, რომელთანაც სამინისტრო წლების მანძილზე ნაყოფიერად თანამშრომლობს და ერთობლივ ღონისძიებებს ახორციელებს, ეს ორგანიზაციებია: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკული საბჭოები (American Councils), ”მშვიდობის კორპუსი” (Peace Corps), გაეროს ბავშვთა ფონდი, გერმანიისა და ესტონეთის საელჩოები, ევრაზიის ფონდი. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა განათლების სფეროში საქმიანობის ამსახველი მოკლე პრეზენტაცია.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: საფრანგეთის ელჩი, პოლონეთის ელჩის მოადგილე, მსოფლიო ბანკის, ბრიტანეთის საბჭოსა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
განათლების რეფორმის ახალი ფაზა განათლების პოლიტიკისა და კანონმდებლობის დახვეწას, ეფექტური საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას განათლების ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი), კვალიფიციური კადრების მომზადებასა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ რეფორმის პროცესის მიმდინარეობაზე ფართო საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, სამინისტრო რეგულარულად მართავს ანალოგიურ შეხვედრებს, სადაც მონაწილეობას ღებულობს განათლების სისტემაში ჩართული ყველა დაინტერესებული პირი.