საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის „განათლების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზების ძიება“ პრეზენტაციას დაესწრო.
აღნიშნული ანგარიში მსოფლიო ბანკის მთავარი ანალიტიკური პუბლიკაციაა და ეძღვნება ზოგადი განათლების მიზნებსა და პერსპექტივებს.
მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე არაერთ პროექტშია ჩართული. მათ მიერ გაკეთებული შეფასებები და შემუშავებული რეკომენდაციები ხელს უწყობს სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებას, რაც თითოეული მოსწავლის შედეგებზე აისახება.