საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა.
ტრენინგი გაიარა თბილისის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა-ქართლის საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებმა. ჯამში, 300-მდე სასწავლებლის 550-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა. მსგავსი მასშტაბისა და შინაარსის ტრენინგი საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა.
მსმენელებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერებათა დოქტორები და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები. 2018 წლიდან იგეგმება მსგავსი პროგრამის გაგრძელება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც კვალიფიკაციას აიმაღლებს 3500-ზე მეტი პედაგოგი.