საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.
უმაღლესი განათლება განსაზღვრავს სოციალურ, პოლიტიკურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ დინამიკას მსოფლიოში. სიმპოზიუმი „უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზე“ შეისწავლის გამოცდილებას ქართულ და ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც გააჩნიათ დიდი როლი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განათლების ხელშეწყობაში.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი პროფესორები და სტუდენტები.