მანდატურებისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაზღვევის პოლისში გათვალისწინებულია სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება. დაზღვეულებს გადაუდებელი ამბოლატორიული და ამბოლატორიული, ოჯახის ექიმისა და სტომატოლოგიური მომსახურება ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’’ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებში ჩაუტარდებათ. მანდატურების სადაზღვევო პოლისი ასევე სამოგზაურო დაზღვევასაც ითვალისწინებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურის ინსტიტუტის დანეგვა სახლმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლება ზრუნავს როგორც მოსწავლისა და მასწავლებლის, ასევე თავად მანდატურის უსაფრთხოებაზეც და მათ სრულყოფილ სოციალურ პირობებს უქმნის. მანდატურების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა სწორედ ამის ნათელი მაგალითია.
მანდატურებს სამედიცინო დაზღვევის პოლისები უფასოდ გადაეცემათ.