საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ -ამერიკულმა საინჟინრო-მხაზველობითმა კომპანიამ „ესკად ჯორჯია“ და საზოგადოებრივმა კოლეჯმა "ინფორმაციული ტექნოლოგიების" აკადემიამ ერთობლივად განახორციელეს საინჟინრო-მხაზველობითი პროგრამის „AutoCAD“ და ხაზვის ტრენინგ-კურსი, რომლის დასრულების შემდეგ 12 სტუდენტიდან 8 თავად კომპანიაში დასაქმდა. მოკლევადიანი კურსის წარმატებით დასრულებისთვის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
კურსის მიზნად ისახავდა „AutoCAD“-ის სპეციალისტების მომზადებას და მათ დასაქმებას კერძო კომპანიაში. ბაზარზე არსებული მოთხოვნის და „AutoCAD“-ის კვალიფიციური სპეციალისტების სიმცირის პირობებში, ამ მიმართულებით კადრების გადამზადება უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორისთვის.
კომპანიის „ესკად ჯორჯია“ და "ინფორმაციული ტექნოლოგიების" აკადემიის ერთობლივი პროექტი კვლავ გაგრძელდება. ახალი ჯგუფისთვის ტრენინგ- კურსის დაწყება თებერვლის შუა რიცხვებიდან იგეგმება. ტრენინგ-კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კურსდამთავრებულები დაეუფლებიან პროგრამას AutoCAD, ხაზვითი დისციპლინის ძირითად პრინციპებს და გახდებიან კვალიფიცირებული და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.