დისტანციური სწავლების მეთოდების გამოყენებაზე, პროფესიული კოლეჯის „მოდუსი” და კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზი“ ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რუსთავში, ზესტაფონსა და ჭიათურაში 9 თვე მიმდინარეობდა.
პროექტის ფარგლებში ავტომექანიკოსისა და ელექტრიკოსის პროფესიებისთვის, პროფესიული ტრენინგი დისტანციურად ჩატარდა და ამ სპეციალობებით „ჯორჯიან მანგანეზის“ 40 თანამშრომელი გადამზადდა. თანამშრომლებს კოლეჯის პედაგოგები, ქართულენოვანი დისტანციური სწავლების პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით და ინტერაქტიული სიმულატორის გამოყენებით ასწავლიდნენ.
პროექტი მიზნად ისახავს, მოსწავლისა და მასწავლებლის ფიზიკური ადგილსამყოფელის მიუხედავად, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას. პროექტი ამტკიცებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ცოდნის გადაცემა შესაძლებელია ნებისმიერ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, ნებისმიერი სასწავლო დაწესებულებიდან, სადაც მსგავსი ცოდნა და გამოცდილება აქვთ.