ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში" გაიხსნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური დაესწრო.
კონფერენციის ფარგლებში, განიხილავენ და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბებენ ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევს მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.