საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს, მიმდინარე წლის იანვარში, ლონდონში, „განათლების მსოფლიო ფორუმი 2018“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მიღებული შეთანხმებების შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა წარმოადგენდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. განსაკუთრებული პერსპექტივებია პროფესიული განათლების განვითარების, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, საქართველოში ინგლისური ენის სწავლის ხელშეწყობისა და ინოვაციების მიმართულებებით.