პროფესიული განათლების მასწავლებლებს, რომელთაც სრული პედაგოგიური კურსი გაიარეს, სერტიფიკატები გადაეცათ.
პედაგოგიური კურსი ხუთი სხვადასხვა მოდულისგან შედგება და მოიცავს სტუდენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, სასწავლო გარემოს, შეფასებას, სწავლების სტრატეგიებს, თვითშეფასებას და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.
აღნიშნული კურსი, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გაეროს პროფესიული განათლების პროგრამის თანამშრომლობით, შვეიცარიული პროფესიული განათლების გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა.