საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ავტორიზაციაშეჩერებულ თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ სტუდენტებს შეხვდა.
მინისტრმა ახალგაზრდებს ავტორიზაცია - აკრედიტაციის საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ამ პროცესის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვაა, რადგან თითოეული ახალგაზრდის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს არა უბრალოდ დიპლომის ფლობას, არამედ ცოდნას, რომელიც ამ დიპლომის უკან დგას.
მინისტრთან შეხვედრაზე ყველა სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე უშუალოდ მინისტრისაგან მიეღოთ ამომწურავი პასუხი.