საქართველოსა და პოლონეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ქართული და პოლონური უნივერსიტეტების წარმომდგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ და პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუმ მაშკევიჩმა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და პოლონეთის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, წარმოადგინეს ორი ქვეყნის უნივერსიტეტების უცხოენოვანი საგანმანათლებლო (მათ შორის სასტიპენდიო და გაცვლითი) პროგრამები. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირდაპირი კავშირი დაემყარებინათ ერთმანეთთან და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.