23-24 თებერვალს თბილისში განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 100-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ.
გამოფენაში ასევე მონაწილეობს საზოგადოებრივი კოლეჯები „აისი“, „ახალი ტალღა“, „იკაროსი“, „მერმისი“ და „სპექტრი“ . საგამოფენო პავილიონში მოწყობილია საკონსულტაციო კუთხე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პროფესიული პროგრამების, ჩარიცხვისა და დაფინანსების მიღების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება.
გამოფენის მიზანს წარმოადგენს დაინტერესებული პირების ინფორმირება ჩვენი ქვეყნისა და უცხოური საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე, რათა მომავალმა სტუდენტებმა ზუსტად იცოდნენ რას სთავაზობს მათ სახელმწიფო თუ, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები როგორც საქართველოში ისე, საზღვარგარეთ. ასევე ამ გამოფენას დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიული განათლების ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის კუთხით.