საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ ხელოვნების მიმართულების სტუდენტებმა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებმა, სასწავლო პროცესში შექმნილი სამკერვალო ნაწარმი, ნაქარგობა, ეროვნული სამოსი და შესაბამისი აქსესუარები, ფეხსაცმლისა და ტყავის, თექის, გობელენის, ბატიკის, ქვილთის, შიბორის, ხის, მინანქრის ნამუშევრები წარმოადგინეს.
გამოფენაზე ასევე იყო წარმოდგენილი პოლიგრაფიული ნაწარმი, სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალობის სტუდენტების მიერ ინოვაციურ ლაბორატორიაში (Fablab) შექმნილი ნამუშევრები. ცალკე სივრცე ჰქონდა დათმობილი, სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებს და პენიტენციურ დაწესებულებაში ტრენინგ კურსის „მემინანქრე“ სწავლების დროს, მსჯავრდებულების მიერ ხელნაკეთ ნივთებს.