საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან ერთად ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა.
თელავის მე-9 საჯარო სკოლაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ბუშეტის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია და ამჟამად ეზოს მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, მიხეილ ჩხენკელი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ჯენერ ედელმანი ჟურნალისტებს სამუშაო ფორმატში შეხვდნენ და სისტემაში მიმდინარე და ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტით განხორციელებული და სამომავლო პროექტები გააცნეს.