საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) დასკვნით კონფერენციას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავს დამსწრე საზოგადოებას წარუდგინოს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მიღწევები და განიხილოს ბოლო დროს შექმნილი ორი ახალი მოდელი, რემედიაციისა და მეცნიერების/დიზაინის კლუბები. კონფერენციის ბოლო ნაწილი საქართველოს სკოლებში G-PriEd-ის მეთოდების დანერგვის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გრძელვადიან გეგმებს მიეძღვნა.