კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1918-1921 წლების რესპუბლიკის, დამოუკიდებლობის დაბრუნების მოვლენის შეფასებები იმ პირთა მიერ, ვინც ემიგრაციაში არ წასულან და რუსული ოკუპაციის პირობებში აგრძელებდნენ ცხოვრებას.
გამოფენაზე დამთვარიელებლებმა იხელეს, კათოლიკოს პატრიარქების კირიონ II-ის, ამბროსი ხელაიას ქადაგებები; ექვთიმე თაყაიშვილის, დუტუ მეგრელის, ანასტასია ხოშტარიას პირადი არქივები; ვასილ კარბელაშვილის სტალინისადმი გაგზავნილი წერილი, სადაც ის დაუფარავად საყვედურობს მას ქართული ტერიტორიების, ქართველი ხალხის ხელყოფის, უძველესი ძეგლების დანგრევისა დ განადგურების შესახებ; ასევე პოეზია, რომელიც ასახავს გასაბჭოებულ საქართველოში გაბედული ადამიანები როგორ აფასებენ 26 მაისს ან 25 თებერვალს; რადიო თავისუფლების ჩანაწერები 26 მაისის შესახებ და სხვადასხვა მემორიალური ნივთები.