საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალურ წარმომადგენელს, იოანეს ვან დერ კლაუფს შეხვდა.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ლტოლვილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით არსებულ და მომავალ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა თანამშრომლობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, ლტოლვილთა განათლების საკითხებზე მასწავლებელთა სატრენინგო მოდულების განვითარების კუთხით.