საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები და მოწვეული სტუმრები, გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ სიახლეებსა და საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივათა გეგმას გაეცნენ.
შეხვედრაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კომიტეტის წევრებს სისტემის განვითარების მისეული ხედვა წარუდგინა, რაზეც პარლამენტარებმა შეფასებები გააკეთეს და ცალკეულ მიმართულებებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს.